სამთავრობო კომისია ბილეთებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას იბარებს

სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს, სადაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდება.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარმოდგენილი.
“სამთავრობო კომისიის ფარგლებში დღეს გვექნება შეხვედრა. აუცილებლად დავიბარებთ ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან გვაინტერესებს, გავეცნოთ, რა იქნება ბილეთებთან დაკავშირებით. ძალიან დიდია მოლოდინი, ამის ფონზე კი გაუგებარია, როგორი იქნება ბილეთების ბედი და როგორ შეძლებს გულშემატკივარი მის ყიდვას. დღეს გვექნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები