ნოდარ ხადური ლარის კურსის გამყარებას ტურიზმის ზრდასთან ერთად პროგნოზირებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლარის კურსის გამყარებას ტურიზმის ზრდასთან ერთად პროგნოზირებს.

მისივე განცხადებით, ლარის დასტაბილურების შესახებ პროგნოზირების გაკეთებისას, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნული ვალუტის დღევანდელ მაჩვენებელს არ გულისხმობდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ექსპორტის ზრდის და ტურიზმის ზრდის კვალობაზე, მოხდება კურსის გამყარება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ლარი უკვე დასტაბილურებულია და ხელოვნურად უფრო მყარი ვალუტის შექმნა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები