დენზე ტარიფის მომატების საკითხს სემეკი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს

„სემეკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხი გადაწყდება“,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

„ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს და, შესაბამისად, ის კომპანიები, თბოელექტროსადგურები, ასევე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რადგან პორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია.

ასევე, ძალიან დიდია წილი გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას. ტარიფებზე, როგორც ვიცი, მუშაობს მარეგულიერებელი კომისია და უახლოეს მომავალში დაითვლება, ცნობილი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები