ქართველების დეპორტაციისთვის რუსეთის ფედერაციას საქართველოსგან კომპანსაციის მოთხოვნა არ მიუღია

მოსკოვს თბილისისგან არ მიუღია მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებისთვის. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს პრესსამხახურში განუცხადეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ საქართველო რუსეთისგან 70,3 მილიონ ევროს ითხოვს ქართველების უფლებების დარღვევისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე მასობრივად იყვნენ გამოძევებულები რუსეთიდან.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხდებენ, რომ მოსკოვის პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მას ქართული მხარის ოფიციალურ წინადადებებს გადასცემს. 2014 წლის 3 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. მასში ნათქვამია, რომ რუსეთმა 2006 წელს ქართველების დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პუნქტები დაარღვია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში თანხის რაოდენობა განსაზღვრული არ არის. დადგენილებაში ნათქვამია, რომ 12 თვის განმავლობაში რუსეთმა და საქართველომ ამ საკითხზე წინადადებები უნდა მოამზადონ და სასამართლოს მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები