გიორგი კვირიკაშვილი: განცხადებების კეთებას სჯობს, სამუშაო პროცესი შედგეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის შენიშვნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განცხადებების კეთებას სჯობს ალბათ, რომ სამუშაო პროცესი შედგეს.
„სამუშაო რეჟიმში ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი წინადადება, თუმცა მე მგონია, რომ მედიაში განცხადებების კეთებას სჯობს ალბათ, რომ სამუშაო პროცესი შედგეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის შემცირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს გამართავს. შემუშავდება დასკვნა 2015 წლის ბიუჯეტის შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით. ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან შენიშვნები აქვს ეროვნულ ბანკს, რომლეიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები