ვირი წითელი ჰალსტუხით – ოდესაში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

„ანტიმაიდანის“ ორგანიზაციების აქტივისტებმა ოდესაში, გაიდარის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: «Saakashvili go home“ და „სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა“. როგორც აქციის მონაწილეებმა გამოცემა 1-news.net-ს განუცხადეს, გუბერნატორის პოსტზე ადამიანის დანიშვნა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დანაშაულებისთვის იძებნება, მიუღებელია, „ჩვენ მარტივი მიზანი გვაქვს – ოდესაში ნორმალური გუბერნატორი უნდა იყოს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს, და არა სამხედრო დამნაშავე“, – აცხადებენ მომიტინგეები.
აქციის ორგანიზატორებმა ღონისძიებაზე გამოიყვანეს ვირი წითელი ჰალსტუხით.
„ვფიქრობთ, არავისთვის არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ეს წარმოდგენა“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ის ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები