ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის მიზანია, ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.
“მე მქონდა საუბრები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების არაერთ ლიდერთან, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარების პროგრამები. მათ ეს უკვე მრავალი წელია დანერგეს, ის წარმატებით მუშაობს და შედეგი აქვთ სახეზე, აქვთ ძლიერი სოფლის მეურნეობა და ძლიერი წარმოება. ჩვენთვის მთავარია, რომ ასეთი საწარმოების შექმნის დროს იქმნება სამუშაო ადგილები და ჩვენი მოქალაქეები საქმდებიან. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამაში და მეტი ადამიანი დასაქმდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.