თედო კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წევრებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ – თედო კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წევრებს შეხვდა.

საკრებულოს ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თედო კობახიძეს თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და რამდენიმე პროექტის განხორციელებისთვის შუამდგომლობა და დახმარება სთხოვეს.

ორგანიზაცია 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული არასრულწლოვანი ბავშვების დასახმარებელ – სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებას აპირებს, რომელიც ბავშვების ესპანეთში, ქალაქ ლორეტ დე მარში გამგზავრებას და მათ კულტურულ-სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარის უზრუნველსაყოფად თედო კობახიძეს თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებთან შუამდგომლობა სთხოვეს.

„ქალთა თანადგომა“ ივლისის შუა რიცხვებში სტიქიით დაზარალებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების გასართობ ცენტრ „ჯინო ფერედეისში“ წაყვანას გეგმავს. ორგანიზაციის წევრებმა ამ ღონისძიებისთვის ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველსაყოფად დახმარება ასევე იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს სთხოვეს.

თედო კობახიძე ორგანიზაციის წევრებს წარმოდგენილი პროექტებს შესწავლასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევას მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაჰპირდა.

ორგანიზაცია „ქალთა თანადგომა“ უკვე ორი წელია არსებობს და მან კულტურულ სფეროში უკვე რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები