„ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება“

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ აქტიურად მეწარმეობის განვითარება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” შემაჯამებელი კონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” წარმატებით განხორციელებისთვის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
“როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ აქტიურად მეწარმეობის განვითარება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ეს არაერთ ანგარიშში არის ასახული, მათ შორის მსოფლიო ბანკის და სხვა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პირველ წელს იაფი აგროკრედიტის განვითარება. 130-ზე მეტი საწარმოა დღეისთვის დაფინანსებული და 600-ზე მეტი საწარმოა გადაირაღებული. ჯამში, ჩვენ 900 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში. ამას გარდა, ჩვენ ძალიან წარმატებით დავიწყეთ თანამშრომლობა საბანკო სექტორთან და ზოგადად, ბიზნესთან. გასულ წელს, როდესაც უკევ სამრეწველო დარგების განვითარება დავიწყეთ, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით ძალიან კარგი სახელი -“აწარმოე საქართველოში”. ეს არის იმ ინიციატივის გაგრძელება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა მთავრობამ დაიწყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები