ბრესტში ქართული წარმოშობის “კანონიერი ქურდი” დააკავეს
ბრესტში ბელორუსიის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს 51 წლის წარმოშობით ქართველი “კანონიერი ქურდი” შოთა იმნაიშვილი, მეტსახელად „პაწა“ დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ-კრაიმი“ იუწყება. მას შემდეგ, რაც ბელორუსიის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მასთან „პროფილაქტიკური“ საუბარი გამართეს, მათ დაადგინეს, რომ „პაწა“ საზღვარგარეთ სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად მიდიოდა და ის გაათავისუფლეს.
„პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ექიმებმა დაადგინეს, რომ იმნაიშვილი განუკურნელი სენით არის დაავადებული. ამის გამო 25 მაისს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ის პატიმრობიდან გაათავისუფლა და 3 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
ამავე გამოცემის ცნობით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ „პაწამ“, პირველ რიგში, თურქეთში თავისი „კოლეგები“ მოინახულა, საიდანაც მოგვიანებით გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა.