ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა „არტსერია“ გაიხსნება

დღს, 19:00 საათზე, SFUMATO GALLERY-ში ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა „არტსერია“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ძირითადად, მხატვრის ის ნამუშევრები, რომლებიც შესრულებულია გასული საუკუნის 90 – იან წლებში. მხატვარი ამ პერიოდის შემოქმედებაში, ძირითადად, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას, ამატებს აგრესიას, ცოტა პესიმიზმს და ფერთა ინტენსივობით აღწევს ძლიერ, ექსპრესიულ მდგომარეობას, რაც საკმაოდ ემოციურ რეაქციას იწვევს მნახველში. გამოფენა 22 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები