რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
7 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი თენგიზ ხუხია და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15-25 ივლისს, ფოთში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“.
რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონალური თეატრები. ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან.