ანსამბლების – „ლაზარესა“ და „იავნანას“ საქველმოქმედო, სოლო კონცერტი გაიმართა
5 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დარბაზში საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ანსამბლების – „ლაზარესა“ და „იავნანას“ საქველმოქმედო, სოლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე ანსამბლებმა შეასრულეს საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო. დაიდგა შესაწირი ყუთები. შეგროვდა თანხა, რომელიც გადაეცემა 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის ოჯახს.