აფაქიძის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე, გამოთვლითი მათემატიკის შენობაში სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა და შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს ჩამოინგრა შენობის მეოთხე სართული. მისი თქმით, მეოთხე სართულიდან დაიწყო ნგრევა და ჩამოინგრა მესამე სართულიც.
„დაღუპულია სამი ადამიანი, ერთი მუშის გადარჩენა მოვახერხეთ. სხვა დაშავებულები ამ დროისთვის არ არიან. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ნგრევა კიდევ მოხდეს”, – განაცხადა დავით გელაშვილმა.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე შემთხვევის ადგილზე არიან საბურთალოს გამგებელი და მერიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის: აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით მიიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები