,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის“ უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,,დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის“ უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, -აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები