საბერძნეთში, რეფერენდუმზე უმრავლესობამ ევროკავშირის გეგმას უარი უთხრა, ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთში 5 ივლისს ჩატარებულ რეფერენდუმზე უმეტესობამ ევროკავშირის გეგმას უარი უთხრა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრედიტორების გეგმის წინააღმდეგ ხმა მისცა გამოკითხულთა 59,7%-მა, ხოლო 40,3%-მა – მხარი დაუჭირა.
ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას რეფერენდუმზე კრედიტრორების გეგმის წინააღმდეგ კენჭოსყრისთვის მოუწოდებდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს, რომ „დემოკრატია შიშს და შანტაჟს დაამარცხებს“. რაც შეეხება საბერძნეთის ფინანსთა მინისტრს, მისი განცხადებით, თუ მოსახლეობა ევროკავშირის გეგმას მხარს დაუჭრს, ის თანამდებობიდან გადადგება.
მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის მთავრობის გეგმას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევას, მოლაპარაკება დღეს უნდა განახლდეს.
რეფერენდუმის შედგეების მიუხედავად, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე წინ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებია. შესაძლოა, ეს ყველაფერი ევროზონიდან საბერძნეთის გასვლით დასრულდეს, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კრიზისი ევროზონაში შემავალი ქვეყნების ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები