ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის რკინიგზა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა აჭარისთვის

ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბათუმისთვის, აჭარისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში რკინიგზის ახალი სადგურის გახსნა.
პრემიერმა სიტყვის გამოსვლისას ინვესტორებს გადაუხადა მადლობა და რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ბათუმს უბრუნდება რკინიგზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორებისთვის, დამსვენებლებისთვის, აქ მცხოვრებლებისთვის. ამ შენობის გახსნის შემდეგ დამსვენებლებს, ჩამომსვლელებს საშუალება მიეცემათ, მახინჯაურის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდნენ. რაც მთავარია, ფასები იქნება იგივე, არაფერი შეიცვლება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი დამსვენებლებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ბათუმისთვის, აჭარისთვის. ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელშიც თანადაფინანსება შეიტანა “საპარტნიორო ფონდმა” და რკინიგზამ. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს და ინვესტორებს, რომლებიც ამ პროექტის მთავარი კონტრიბუტორები არიან. სწორედ ერთობლივი ძალებით განხორციელდა ინვესტიციები და ჩვენ დღეს შესანიშნავ შედეგს ვხედავთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და ბათუმის სატრანზიტო მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ვხედავთ ათასობით დამსვენებლს, ახალ ტურისტებს, რომლებიც აჭარაში ყოველ დღე ჩამოდიან. ჩვენ, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებას – იქნება ეს გზები, რკინიგზა, პორტები. იმავდროულად, ბათუმი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქია. ამიტომ ყოველმხრივ ხელი უნდა შევუწყოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. აჭარიში საკურორტო და ტურუსტული სეზონი უკვე პიკს უახლოვდება. მინდა მოსახლეობას და დამსვენებელს ვაცნობო, რომ ხვალიდან იწყება “ჰიტ-ბათუმი 2015”. ეს ნიშნავს იმას, რომ უწყვეტ რეჟიმში ბათუმში სტუმრებს ორი დატვირთული, დაუვიწყარი თვე ელის. პროექტი “ჰიტ-ბათუმი” სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს და ფესტიველებს მოიცავს, რომლის შედეგად ყველა ტურისტს დავამახსოვრებთ, რომ ბათუმი მათ ყოველდღე რაღაც საინტერესოს სთავაზობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები