დავით ნარმანია: წესით გათვალისწინებულ საკომპენსაციო პროცედურებს ხვალიდან დავიწყებთ

თბილისის მერია უახლოეს პერიოდში იმ პროცედურების დაწყებას აპირებს, რომლებსაც დოკუმენტი ითვალისწინებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში, კომპენსაციების წესის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხვალ, 6 ივლისს, წესის გამოქვეყნებისთანავე, მერია ყველა იმ პროცედურას განახორციელებს, რაც დამტკიცებული წესის მიხედვითაა განსაზღვრული.
“ხვალ, როგორც კი, წესი გამოქვეყნდება, დოკუმენტი ოფიციალურად შედის ძალაში, აქედან გამომდინარე, ის პროცედურები, რაც წესით არის განსაზღვრული, ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ დავიწყოთ. ეს გულისხმობს ამ ბინების მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს, თუ კომპენსაციებთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წესის დამტკიცებისთანავე შეგვიძლია რომ დავიწყოთ”, -განაცხადა დავით ნარმანიამ. დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დაამტკიცეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები