ბათუმში დაჭრილი გოგონას ექიმი: ოპერაციის შემდგომი პერიოდი არის საკმაოდ რთულად მიმდინარე მაგრამ დაძლევადი

“არის მიმდინარე პრობლემები, რომლებიც საჭიროებს კორექციას და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, ბათუმში დაჭრილი 17 წლის გოგოს ექიმმა ზურაბ ჩიხლაძემ განუცხადა და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება ოპერაციის შემდგომ პერიოდს. მისივე განმარტებით, ოპერაციის შემდგომი პერიოდი არის საკმაოდ რთულად მიმდინარე, მაგრამ დაძლევადი. „მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა შეძლო სწრაფად მოქმედებით აღმოეფხვრა ის მოსალოდნელი საშიშროება, რომელიც პაციენტს ელოდა. პაციენტს აქვს ხუთი ნაკვეთი ჭრილობა, მათგან ერთი შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში, სამი ჭრილობა გულმკერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი – ხელზე“,-განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, 19 წლის ბიჭმა 17 წლის გოგონა დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრის მიზეზი ცალმხრივი სიყვარული გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მალევე გახსმა და სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული პირი ზესტაფონში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები