რომის პაპი სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრება

რომის პაპი შვიდ დღიან ტურნეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გეგმავს.
„ბი ბი სი“-ს ცნობით, პაპი რამდენიმე საათში ეკვატორში ჩაბრძანდება. ის ასევე ბოლივიისა და პარაგვაის მონახულებას აპირებს.
2013 წლიდან, რომის პაპ ფრანცისკეს კურთხევიდან, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ეს უკვე მისი მეორე მოგზაურობაა.
პაპი წარმოშობით არგენტინელია. ის გეგმავს შეხვდეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერებს და ისაუბროს უთანასწორობისა და სიღარიბის პრობლემებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები