შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ნიკა ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა ,რომ დაკავებულმა 4 ივლისს,ბათუმში,“6 მაისის“ პარკში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თამარ წ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ნიკა ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზესტაფონში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს( საქართველოს სსკ-ის 19- 108-ე მუხლით).