ირანმა და ე.წ. ექვსეულმა სანქციების შემსუბუქების საკითხზე შეთანხმებას მიღწიეს

ირანმა და ე.წ. ექვსეულმა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი) თეირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული საერთო შეთანხმების ნაწილი იქნება. ამჟამად მხარეებს შესათანხმებელი დარჩათ კონკრეტულად რომელი სანქციები იქნება გაუქმებული და სხვა დეტალები.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ამოიწურა თარიღი, რომლამდეც ექვსეულს და თეირანს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გაეფორმებინათ. ამ თარიღის ამოწურვამდე ყველა საკამათო თემის მოხსნა ვერ მოხერხდა და მხარეების შეთანხმებით 10 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები კიდევ ერთი კვირით – 7 ივლისამდე გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები