ბათუმში, ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს
ბათუმში, ახალგაზრდა გოგონა დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა მისმა მეგობარმა დაჭრა.