შსს-მ მექსიკის მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააკავა – ვიდეო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მექსიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. თაღლითობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2014-2015 წლებში, კანადაში გამგზავრებისა და დასაქმების დაპირების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს თაღლითურად გამოართვა და მიითვისა 170 000 ლარი. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები