ათენში პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტოკოლაჟი)

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სამართალდამცველებმა აქციაზე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რადგანაც აქცია თავიდანვე შეტაკებით დაიწყო.
ამ დროისთვის, ქვეყნის პარლამენტის შენობასთან მოძრაობა გადაკეტილია, რადგან შენობასთან ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეთა ნაწილი ევროზონაში საბერძნეთის დარჩენაზე უარს ამბობს და რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხის დაფიქსირებას გეგმავს, ხოლო მეორე ნაწილი მომხრეა, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკება განაახლოს და ქვეყანა ევროზონაში დარჩეს.
საგარეო ვალის შესახებ რეფერენდუმი საბერძნეთში 5 ივლისს ჩატარდება.
ateni
ateni3

ateni4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები