ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის: 3 ივლისის მთავრობის სხდომაზე „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. მთავრობის განკარგულებით, შპს „გლობალ თრეიდს“ პროგრამის ფარგლებში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 207 918 ლარია.
სანაცვლოდ კომპანია „გლობალ თრეიდი“ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ გადაცემულ ქონებაზე წარმოებას 2 წლის ვადაში დაიწყებს, რისთვისაც 831 672 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანია გადამუშავებული თხილის წლიური მოცულობის გაზრდას 5 000 ტონამდე გეგმავს. წარმოებაში დაახლოებით 60 ადამიანი დასაქმდება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, გადამუშავებული თხილის ექსპორტი გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები