გიორგი მღებრიშვილი ქალთა ციხეზე ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს პასუხობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქალთა #5 დაწესებულებაში სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის, პირველ რიგში, ღირსება.

„იმისთვის არ დაგვიბრუნებია ის, რომ უკან წავართვათ. თუკი ვინმე რაიმე გადაცდომას ჩაიდინს, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. ამისთვის არსებობს გენერალური ინსპექცია. ეს ინფორმაცია დეტალურად იქნება შესწავლილი და თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდა, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“,-განაცხადა მინისტრმა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია. “მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც, რა თქმა უნდა, ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები