„483 დევნილს ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 483 დევნილს ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ გასული წლის ნოემბერში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, 3 001-მა ოჯახმა მიიღო ბინა.
„ეკონომიკის სამინისტრომ დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება 483 დევნილისათვის ბინების გადაცემის შესახებ. ეს არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თბილისის ცენტრალურ უბნებში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ასევე სოფლებში 483-მა ოჯახმა მიიღო ბინა. მთავრობის მიერ გასულ წლის ნოემბერში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში უკვე 3 001-მა ოჯახმა მიიღო საკუთრებაში ბინა“, – აღნიშული სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები