ქუთაისის მერია პრემიების გაცემის ტრადიციის გაუქმებას მოსახლეობის დაკვეთის შესრულებად აფასებს

ქუთაისის მერია პრემიების გაცემის ტრადიციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ქალაქ ქუთაისის მერიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ პირველ ამოცანად პრემირების მანკიერი პრაქტიკის გაუქმება დაისახა, რითაც ამომრჩეველთა და ქალაქის მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა.

გაუქმდა წესი, როდესაც მერიის ყველა თანამშრომელი დამსახურების მიუხედავად, კვარტალში ერთხელ პრემიის სახით ხელფასის სრული ოდენობის თანხას იღებდა. ვინაიდან ეს პრაქტიკა კლავდა თანამშრომელთა მოტივაციას, გასულ წელს მერიაში დაინერგა შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ამ დროს ხდება თანამშრომლების მატერიალური წახალისება მხოლოდ წარმატებით შესრულებული სამუშაოსა თუ დანერგილი სიახლისათვის. ყოველივე ეს სწორი საკადრო პოლიტიკის წარმოების ქმედით ინსტრუმენტად იქცა. მაგალითისთვის საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ,რომ 2015 წლის მაისის თვესი 2 მაისობისა და 26 მაისის დღესასწაულებთან დაკავსირებით გამართული ღონისძიებების საუკეთესოდ ორგანიზებისადა ჩატარებისთვის ქალაქ ქუთაისის მერიის შემდეგი თანამშრომლებისთვის გამოყენებულ იქნა წახალისების ფორმა ფულადი ჯილდო.

2015 წელს პრემირებისთვის სახელფასო ფონდის არაუმეტეს 10 პროცენტია გათვალისწინებული, რაც ასევე მოკრძალებული ნორმაა. დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯები ინფრასტრუქტურას და სოციალურ სფეროს, როდესაც ქუთაისის მერიამ პრემიების გაცემა რეალურად გასულ წელს შეწყვიტა. მისასალმებელია, რომ მერიის ამ ნაბიჯს გაგებით შეხვდა მერიის თანამშრომელთა აბსოლუტური უმეტესობა. ყოველივე ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მატერიალური წახალისების ფონდი. აქვე შევეხებით ერთ მნიშვნელოვან მომენტს: ეს არის ადმინისტრაციული ხარჯები. საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ საჯარო სამსახურში ამინისტრირებისთვის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს მთლიანი ასიგნებების 15%, რაც ითვლება ოპტიმალურ მაჩვენებლად. იმის გამო, რომ ქუთაისის მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები (ხელფასი, პრემია, საწვავისა და მანქანების მომსახურების, მივლინებები და ა.შ.) ეს მაჩვენებელი დღეისათვის 10%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამის შედეგად მარტო 2014 წელს 1,5 მილიონი ლარი დაიზოგა, რაც გადანაწილდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამიტომ ყველანაირი სპეკულირება ვითომდა ქუთაისის მერიაში გაბერილ ადმინისტრაციულ ხარჯებზე თუ პრემიებზე აბსოლუტური სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები