გომელაური: მიმართვის შემთხვევაში, შსს სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, გამოძიებას დაიწყებს

საქართთველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, თუ უწყებას ვინმე რაიმე დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს, გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თუ ვინმე რაიმე დარღვევასთან დაკავშირებით მოგვმართავს, ჩვენ გამოძიებას დავიწყებთ. თუმცა, ეს ფინანსური საკითხებია და სავარუდოდ, ფინანსური პოლიცია დაინტერესდება“-განაცხადა გომელაურმა.

მისვე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთების გაყიდვა სხვა კონკერტულ რომელიმე საიტზე ხდება მაღალ ფასად, ამ შემთხვევაში, უწყება ვერ მისცემს შენიშვნას კონკრეტულ საიტს.

“ვიღაც რაღაც ფასად რომ ყიდის ინტერნეტში ბილეთებს, ჩვენ ვერ ვეტყვით, რატომ ყიდით რაღაცას, ამ შემთხვევაში ბილეთს“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები