სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 3-5 ივლისს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მედიატური იმართება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჟურნალისტებს პირადად გააცნობს სამინისტროს მიერ სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, აგროდაზღვევის, შეღავათიანი აგროკრედიტის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სამინისტროს ლაბორატორიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებებით.
მედიატურის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
მედიატური სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები