დავით კერესელიძე: 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის, დიასპორის და ფიზიკური პირების დახმარება 57 400 აშშ დოლარია

დღევანდელი მდგომარეობით, თანხის მთლიანი მდგომარეობა შეადგენს 57 400 აშშ დოლარს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღევანდელ ბრიფინგზე სპიკერმა ყველა იმ ფინანსურ ტრანზაქციაზე ისაუბრა, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად განხორციელდა.
„დღევანდელი მდგომარეობით, თანხის მთლიანი მდგომარეობა შეადგენს 57 400 აშშ დოლარს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ტრაპიზონის რეგიონალურმა ოფისმა, უსასყიდლოდ მიაწოდა საქართველოს 100 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე, ავიაკომპანია „აირ ასტანა“-მ გადაწყვეტილება მიიღო, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად, საქართველოს საელჩოს ანგარიშზე 30 000 აშშ დოლარი გადაერიცხა. ამასთან, ალმატისა და ჟამბილის ოლქებში, საქართველოს საპატიო კონსულმა მზაობა გამოთქვა, საქართველოს სახლემწიფო ხაზინაში გადარიცხოს 50 000 ლარი. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაზარალებულებისთვის გადმორიცხოს 100 000 აშშ დოლარი. ასევე, ჩინურმა კომპანიებმა უკვე გადმორიცხეს 150 000 ლარი და ასევე, სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება საუდის არაბეთის პრინცი 300 000 აშშ დოლარით“, – განაცხადა კერესელიძემ.
როგორც კერესელიძემ განმარტა, სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა სპეციალური ანგარიშები გახსნეს და რეკვიზიტები საელჩოების ვებ-გვერდებზე განათავსეს.
„სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად, საქართველოს საელჩოებმა შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს და ფონდებს მიაწოდეს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის, დაზარალებული პირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო მატერიალური ბაზის და ფინანსური რესურსების შესახებ“, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები