გიორგი კვირიკაშვილი: ბაკურიანში თანამედროვე, ალპური ტიპის დასახლება გაშენდება

ბაკურიანში კოხტის ტრადიციული ტრასის აღდგენა მოხდება, სადაც ალპური ტიპის დასახლება იქნება – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პაკეტი, რომლის თანახმადაც, კომპანია „დოპელმაიერი“ განახორციელებს კოხტის ტრადიციული ტრასის აღდგენას ბაკურიანში, სადაც გაშენდება თანამედროვე ალპური ტიპის დასახლება. აქვე პარტნიორობას გვიწევს ერთ-ერთი კომპანია, რომელიც, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, რომ გაანაწილოს საბაგირო გზების დამონტაჟების ხარჯები. ეს არის ბაკურიანისთვის ძალიან კარგი, ხოლო გუდაურის მიმართულებით შედგება თანამედროვე კურორტის განვითარების გეგმა. ეს არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ მოვიძიოთ ინვესტორები ჩვენს სამთო კურორტებზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები