რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ექსტრადიციის შეთანხმებაზე უარის მიზეზებს განმარტავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფუძვლოს და იურიდიული თვალსაზრისით გაუმართლებელს უწოდებს თბილისის ნეგატიურ რეაქციას დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოსთან ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთივე გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ ორ ათეულზე მეტ ხელშეკრულებათან დაკავშირებით მიიღო. ეს სამართლებრივი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება. ამასთანავე, ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობაზე ეს არ აისახება, ვინაიდან საქართველო და რუსეთი საერთაშორისო მექნიზმების მონაწილეები არიან, რომელიც ამ პრობლემას არეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები