მაია ბითაძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებსა და აღნიშნულ სფეროში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო სიახლეები და ცვლილებები განიხილეს, რომელიც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებსა და ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები