სემეკმა მოქალაქეებს 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 700 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ.
ამავე ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სემეკის მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე განხილული საკითხებიდან, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან უსაფუძვლოდ დარიცხული და კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 746 207.45 ლარი შეადგინა.
ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა კი, 93,270,45 ლარით განისაზღვრა.
სექტორების მიხედვით, ჩამოწერილი თანხების ყველაზე დიდი ოდენობა ელექტროენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა – 628 321.65 ლარი. სემეკი მოსახლეობას შეახსენებს, რომ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ კომპანიას ან კომპანიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. „ცხელი ხაზის“ ნომერია: 242 01 80.