თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა

თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე საპატიო აკადემიკოსის ტიტულის მფლობელი ხდება.
წოდება თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მიანიჭა.
როგორც მან განმმარტა აღნიშნული ღონისძიება შედგა სწორედ იმის გამო, რომ თურქმენეთის პრეზიდენტს აქვს დამსახურება მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისა და ქართველ და თურქმენ ხალხებს შორის მეგობრობისა და დაახლოების საქმეში.
მისივე თქმით, დღეიდან საქართველოსა და თურქმენეთს შორის იწყება მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ არამედ, უშუალოდ სამეცნიერო სფეროშიც. ამ მხრივ თურქმენეთი არის საკმაოდ მაღალ დონეზე. მეცნიერება არის განვითარებული. ისინი ეფუძვნებიან ახალ ტექნოლოგიებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა საქართველოს მომავალში ძალიან დაეხმარება. „თურქმენეთის ხალხის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საპატიო ჯილდოსთვის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეცნიერების განვითარებას. იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და თურქმენეთის სამეცნიერო წრეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ჩვენი საერთო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მსოფლიო სამეცნიერო მიღწევებს. თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ მიმართულებით უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი. ასე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ერთობლივად განვახორციელოთ სატრანზიტო პროექტები“,-განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები