უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კონსტანტინე ლაშხია გარდიაცვალა. ქართველი მებრძოლის ცხედარი ატოს ზონაში აზოვის ზღვაში იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარი მარიუპოლის პროზექტურაშია გადასვენებული. როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება, ჯერჯერობით უცნობია, ასევე გაურკვეველია, რა გარემოებაში დაიღუპა ქართველი სამხედრო.
კონსტანტინე ლაშხია უკრაინაში რვა თვის წინ წავიდა, ის სოხუმიდანაა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
“შეგვატყობინეს,რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იყო ნაპოვნი. სავარაუდოდ, ცხედარი ქართველს ეკუთვნოდა და გვითხრეს, ამოსაცნობად მივსულიყავით. სამწუხაროდ, გარდაცვლილი კოტე აღმოჩნდა, ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. კოტე იმყოფებოდა მემარჯვენე სექტორის რიგებში, მათთან ერთად იბრძოდა“, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა, გიორგი ყუფარაშვილმა.