საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მინინოშვილის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
ასევე მიმინოშვილის ინფორმაციით, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში საგამოცდო ცენტრში ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, რომელიც გამოცდაზე არ დაიშვა.