ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოში. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდები – 40 000 – მდე აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000 – ზე მეტი სტუდენტი;
საერთო სამაგისტრო გამოცდა – 12 500 – ზე მეტი კანდიდატი;პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა – 17 000 – ზე მეტი პედაგოგი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში გახსნილ საქართველოში ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს დააკვირდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. მათ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
მინისტრმა აბიტურიენტებს შეახსენა, რომ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 21 საგანმანათლებლო პროგრამა და მილენიუმის კორპორაციის ფარგლებში სან დიეგოსა და სახელმწიფოს ერთობლივი პროექტი ელოდებათ. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09.00 საათზე დასრულდა “რეგისტრაციის პროცესი 19-ვე საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09.00 საათზე დასრულდა , 9:00 საათზე დაიწყო საგამოცდო დროის ათვლა. აბიტურიენტები იწყებენ მუშაობას ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე,მათ ტესტისთვის განკუთვნილი აქვთ 4 საათი. პირველი ნაკადი დასრულდება პირველ საათზე მეორე ნაკადის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.20 000 მდე აბიტურიენტს ველოდებით დღეს და ასევე ამავე რაოდენობის აბიტურიენტი გაივლის გამოცდას ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში“-განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები