საქართველოს საელჩო პოლონეთში იან ბრაუნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საელჩო პოლონეთის რეპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი პოლონელი ენათმეცნიერის, ქართველოლოგის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, „ვეფხისტყაოსნის“ პოლონურ ენაზე მთარგმნელის, იან ბრაუნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
“დიდია ქართველოლოგიის განვითარებაში მის მიერ შეტანილი წვლილი. იგი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პოლონურ ენაზე ქართული გრამატიკის ავტორი. მისი სახით, პოლონეთმა და საქართველომ უდიდესი მნიშვნელობის პიროვნება დაკარგა.
სამძიმარს ვუცხადებთ პროფესორის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ესოდენ მძიმე დანაკლისისთვის.
ბატონი იან ბრაუნი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 89 წლის ასაკში გარდაიცვალა”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.