უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ავრცელებენ.

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ფარნაოზ ჭკადუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლაშხიას ფოტოებს ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კონსტანტინე ლაშხია აზოვის ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.

ლაშხია უკრაინაში რამდენიმე თვეს იმყოფებოდა.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
mebrzoli2
mebrzoli3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები