თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „თბილისობის“ დღესასწაულზე ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭება. აღნიშნულის შესახებ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ გახდა ცნობილი.
კონკრეტულად რომელ ქუჩაზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია.
ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა.
მომღერალი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს.