საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელი კნოლევი უწყლოდ დარჩა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევი, რომელიც საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, უწყლოდ დარჩა. უწყლობის გამო ადგილობრივი მიწის ნაკვეთები ნადგურდება.
გარდა წყლის პრობლემისა, ადგილობრივებს შინაური პირუტყვის მოვლაც უჭირთ, რადგან მათი საძოვრები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იტყობინება, სწორედ, ზემოაღნიშნული პრობლემების გამო, სოფელი მოსახლეობისგან იცლება.