კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა ანაკლიაში დაისვენეს
კინგსის ოლიმპიადის 2015 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ტურის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულები ოლიმპიადის ორგანიზატორებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” “კინგსის” ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განუცხადეს, შემეცნებით-დასასვენებელი ტურის მონაწილეებმა შავი ზღვის სანაპიროზე სამი დღე დაჰყვეს, სადაც ბავშვებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. ეს დღეები დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური თამაშებით.
კინგსი კვლავ აგრძელებს ნიჭიერი მოზარდების გამოვლენას და შემდეგი ტურები სექტემბრიდან განახლდება.
R