ნაფეტვრები შესაძლოა გარე სამყაროს მოსწყდეს

ნაფეტვრები, შესაძლოა, გარესამყაროს მოსწყდეს იმ 5-კილომეტრიანი გზის გამო, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა.

სტიქიის შედეგად გაჩენილი ღრმა ნაპრალების გამო, გზაზე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია.

როგორც ადგილობრივებმა “რუსთავი2-ის” ჟურნალისტს განუცხადეს, აღნიშნული პრობლემით მცხეთის გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს და მათივე თქმით, მხოლოდ დაპირებები მიიღეს.

მცხეთის გამგებელი კი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს და გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.

ნაფეტვრებში, ინფრასტრუქტურის გარდა, წყლის პრობლემაც დგას. სტიქიის შედეგად ის ჭა არის ამღვრეული, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებდა.

ადგილობრივები, სტიქიის შედეგად დაზიანებულ რამდენიმე სახლზეც საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები