გიორგი ქადაგიძე თანამშრომლებს მადლობას უხდის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამშრომლებს პროფესიონალიზმს უწონებს და საჯაროდ მადლობას უხდის.

გიორგი ქადაგიძემ საკუთარ თანამშრომლების შრომა მას შემდეგ დააფასა, რაც biletebi.ge-ს ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა შეექმნათ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშსწორების სისტემით დღეში ხორციელდება საშუალოდ 77,000 ტრანზაქცია (570 მილიონი ლარი თანხობრივად). სისტემის უწყვეტობის მაჩვენებელი არის 99,9% და მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ხარისხის ISO 270001 სტანდარტი.

ჰოდა, სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული ამბების ფონზე მინდა საჯაროდ მადლობა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს ვინც ასე მაღალპროფესიულად უზრუნველჰყოფს ჩვენი მოსახლეობის და ბიზნესის საბანკო სერვისების მიწოდების უწყვეტობას“, – წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები