გიორგი კვირიკაშვილი: სტიქიის ღამეს ხელისუფლებამ მაქსიმალურად ყველა შესაძლებლობა გამოიყენა

„13 ივნისის სტიქიის ღამეს, ის შესაძლებლობები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაქსიმალურად იყო გამოყენებული“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მზად არის, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

“ამას ბევრჯერ გაეცა პასუხი. თუ ასეთი შეგრძნებები დარჩა, რა თქმა უნდა, მთავრობა მზად არის, რომ ყველა ასეთ შეკითხვას პასუხი გასცეს. მე მგონია, რომ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვქონდა, მაქსიმალურად იყო გამოყენებული და თუ ამის მერე კიდევ დარჩა შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ზარალის საკითხებს, კვირიკაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომისია ინდივიდუალურ შემთხვევებში ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას დაადგენს, ეკონომიკის სამინისტრო როგორც მიწით, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებით მზად არის ამ ადამიანების დასახმარებლად. მინისტრის განცხადებით, მას ჰქონდა შეხვედრები, მათ შორის ვაკის ხორცპროდუქტების კომბინატის მფლობელებთან.

“ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შევუწყოთ ხელი, რათა ამ კომბინატმა სრულ მასშტაბში განაახლოს თავისი ოპერირება. მათ ნაწილობრივ უკვე განაახლეს სამუშაო და პროდუქციის გამოშვება, მაგრამ ჩვენი მიზანია, სრულ მასშტაბში შევუწყოთ ხელი, რომ ისინი დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები