მინდია ჯანელიძე ვერეს ხეობაში მიმდინარე გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ კვლევების მიმდინარეობას გაეცნო

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, საბჭოს აპარატში გამართულ შეხვედრაზე, წყნეთი-ბეთანიის მეწყრულ ზონასა და ვერეს ხეობაში მიმდინარე გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ კვლევების მიმდინარეობას გაეცნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტები, რომლებმაც წარმოადგინეს ინფორმაცია მიმდინარე კვლევების შესახებ. სპეციალისტების საბოლოო დასკვნები და რეკომენდაციები გადაეცემა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები