ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ პორტუგალიის კინოთეატრებში

30 ივნისს პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „FILMS4YOU“-ს (კომპანია, რომელმაც შეიძინა ფილმის ეკრანიზაციის უფლება) თანამშრომლობის შედეგად, ლისაბონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოთეატრ „UCI El Corte Inglés“-ში გაიმართა კინოფილმ „მანდარინების“ პორტუგალიური პრემიერა.
2 ივლისიდან, ერთი თვის განმავლობაში, ექსკლუზიურად UCI-ის კინოთეატრებში (ლისაბონი, პორტუ) გაიმართება ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინების“ ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის.
საელჩოს მხრიდან, ფილმის საპრემიერო ეკრანიზაციაზე მიპატიჟებული იყვნენ პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები